|
2019-09-13 11:33:32, 2110 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა სამინისტრო სამგორი-ლილო-რუსთავის ურბანული სარკინიგზო პროექტის დასაფინანსებლად EBRD-სა და EIB-სთან მოლაპარაკებებს იწყებს
ფინანსთა სამინისტრო სამგორი-ლილო-რუსთავის დამაკავშირებელი ურბანული სარკინიგზო პროექტის დასაფინანსებლად EBRD-სა და EIB-სთან მოლაპარაკებებს იწყებს - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მაჭავარიანის ინფორმაციით, საუბარი 174-დან 218-მდე მილიონი დოლარის სესხზეა, თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ პროექტის ფარგლებში გრანტების მოზიდვაც იქნება შესაძლებელი. „დღეს ძალიან საინტერესო განკარგულების პროექტი გამოვიდა მთავრობის სხდომაზე - ეს არის პროექტი, რომლის თანახმადაც ფინანსთა სამინისტრო დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB). ორივესთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს თბილისის ურბანული რკინიგზის განსახორციელებლად. სავარაუდოდ, ეს პროექტი არის საკმაოდ მსხვილი და ეს არის სამგორი-ლილოს მიმართულებით საქალაქო ურბანული რკინიგზის განვითარების პროექტი. დააახლოებით, შვიდამდე სადგური იქნება და, რაც მთავარია, ამ პროექტის ფარგლებში, ურბანული სარკინიგზო პროექტით რუსთავთან დაკავშირება იგეგმება. ეს არის თბილისის მერიის ინიციატივა და მათ მოგვმართეს თხოვნით, რომ ჩვენ დავიწყოთ მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით. თანხა, დაახლოებით 174 მილიონი დოლარიდან 218 დოლარამდე იქნება, იმის და მიხედვით, იქნება ეს ერთხაზიანი რკინიგზა თუ ორხაზიანი. ჩვენ ვიცით, რომ EBRD-ის და EIB-ის, ორივეს აქვს ამ პროექტის ინტერესი. პირველადი მოთელვა მათ და მერიას შორის მოხდა და მერიამ ამ ეტაპზე გვთხოვა, რომ ფინანსთა სამინისტრო ჩართულიყო უშუალოდ პროექტის დეტალებში. ეს იქნება სესხი, თუმცა ეს ის სფეროა, სადაც გრანტებიც მოზიდვაც შესაძლებელია. ეს არის ტრანსპორტთან დაკავშირებული, რუსთავის დაკავშირება თბილისთან და, როგორც წესი, ეს ის სფეროებია, სადაც გრანტები შესაძლებელია მოვითხოვოთ“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)