|
2019-09-11 14:49:44, 1545 ნახვა
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელიზაბეთ რუდს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ელიზაბეთ რუდთან გამართა. ვახტანგ გომელაურმა ელიზაბეთ რუდთან შეხვედრა აშშ-ში 18 წლის წინ, 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტზე საუბრით და ამერიკელი ხალხის მიმართ სამძიმრით დაიწყო. მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას წლების მანძილზე სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარების გამო და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროექტებზე, რომელიც აშშ-ის უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს. მინისტრმა ხაზი გაუსვა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, დანაშაულის პრევენციისა და საზღვრის დაცვის სფეროებში ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
(NS)
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)