|
2019-09-10 18:40:18, 2177 ნახვა
პოლიტიკა
გახარიამ რასმუსენს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და ჩვენი მთავრობა ამ კურსის ერთგულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრისას განაცხადა. ანდერს ფოგ რასმუსენს, რომელიც თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფება, მთავრობის მეთაურმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერ თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს თავდაცვის ძალების თავსებადობის ამაღლებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ ერთობლივ ძალისხმევას. ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა საქართველოს მიღწევები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მომავალშიც დაუჭერს მხარს ქვეყანას ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. პრემიერ-მინისტრმა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და სამშვიდობო პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა. ანდერს ფოგ რასმუსენმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)