|
2019-09-10 17:21:05, 2032 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე: რასმუსენის სიტყვები აფხაზეთსა და ცხინვალზე უარის თქმას არ ნიშნავს, ვინც ამას ამბობს, რუსეთის საქმეს აკეთებს
„ის, რაც დღეს რასმუსენმა, ხოლო მანამდე ლუკ კოფიმ თქვა საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, ისე რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს მე-5 მუხლის მოქმედება, არის სწორი“, - ამ სიტყვებით „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძენატო-ს ყოფილ გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენს გამოეხმაურა, რომლის განცხადებითაც, ქვეყანამ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს იმ პირობით, რომ მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს. როგორც ჯაფარიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, „ქართული ოცნების“ პირობებში აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა ნაკლებად სავარაუდოა, რათა რუსეთი გაღიზიანება არ გამოიწვიონ. „ეს არ ნიშნავს აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე უარის თქმას. ამას ვინც ამბობს, რუსეთის საქმეს აკეთებს. ეს ნიშნავს უსაფრთხოების უზრუნველჰყოფას ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელიც დღეს არ არის ოკუპირებული. ფაქტობრივად ნიშნავს ტანკში ჩაჯდომას. უსაფრთხოების უზრუნველჰყოფა ნიშნავს მეტ ინვესტიციას, სწრაფ განვითარებას, სწრაფ გამდიდრებას ანუ ტანკის სწრაფ გაძლიერებას. როგორ უფრო მეტი შანსია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის - დღევანდელ მდგომარეობაში თუ სწრაფად გაძლიერებადი ტანკით, რთული მისახვედრი არაა. ამიტომ არ მოსწონთ ეს იდეა რუსეთის შნირებს. პ.ს. ეს ასევე არ ნიშნავს რომ ნატოს წევრი ქვეყნები დღეს ცალსახად თანახმა არიან ამ პირობით საქართველოს ნატოში მიღებისთვის. პ.პ.ს. „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ნაკლებად სავარაუდოა საქართველომ ეს ნაბიჯი გადადგას, რადგან ასეთი სურვილის ოფიციალურად გაცხადება არათუ გააღიზიანებს, არამედ წყობიდან გამოიყვანს რუსეთს. ანუ ტრაკია საჭირო“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)