|
2019-09-10 16:57:30, 1990 ნახვა
პოლიტიკა
ლინკევიჩუსმა გახარიას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა
ლიეტუვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის აქტიური, მკაფიო მხარდამჭერია და ამ მიმართულებით დახმარებას მომავალშიც განაგრძობს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა. ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა სფეროში საქართველო-ლიეტუვის მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურ თანამშრომლობაზე. პოზიტიურად შეფასდა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები, მათ შორის საარჩევნო სისტემის დახვეწის მიმართულებით, კერძოდ მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების საკითხის მაღალ დონეზე განხილვის აუცილებლობას, როგორც საერთაშორისო ფორმატებში, ასევე რუსეთთან ორმხრივ დიალოგში. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა. შეხვედრისას, ხაზგასმით აღინიშნა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი. პრემიერმა ისაუბრა ნატოსთან გააქტიურებულ ურთიერთობებზე და ამ კონტექსტში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში იგეგმება. მთავრობის მეთაურმა ლიეტუვას საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)