|
2019-09-10 11:47:51, 1183 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - გუშინ „დოიჩე ველეში“ გამოქვეყნებული სტატიით ენმ-მ საზოგადოების შეცდომაში შეეყვანა სცადა
„გუშინ დოიჩე ველეში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით ნაციონალურმა მოძრაობამ სცადა ჩვენი საზოგადოება კვლავ შეცდომაში შეეყვანა. მათ და მათმა სატელიტმა ტელევიზიებმა ატრიალეს ინგლისურენოვანი სტატია გახარიას შესახებ და ცდილობდნენ გაესაღებინათ ბრჭყალებში ჩასმული ტექსტი - „მოსკოვის კაცი“ დოიჩე ველეს პოზიციად, რაც დოიჩე ველემ მალევე უარყო,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ დამალა ,,დოიჩე ველეს“ გერმანულენოვანი სტატია, სადაც სათაურშივე წერია, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი აკრიტიკებს მოსკოვს. „ამ სიცრუის ტირაჟირებისთვის მათ დამალეს დოიჩე ველეს გერმანულენოვანი სტატია, სადაც დოიჩე ველე სათაურშივე წერს, რომ "საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი აკრიტიკებს მოსკოვს. სინამდვილეში, ეს მოდელირებული ტექსტი რომ დოიჩე ველეს პოზიციას არ გამოხატავდა, დადასტურდა იმითაც, რომ იმავე სტატიაში ხაზგასმით არის აღნიშნული გახარიას სახელმწიფოებრივი პოზიცია ოკუპაციასთან მიმართებაში, სადაც ის აღნიშნავს რომ მისი ქვეყნისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. დოიჩე ველეს გერმანულენოვან სტატიაში ასევე წერია ის, რისი თქმაც არ აწყობდა ყველაფრის გამყალბებელ ნაცმოძრაობას, რომ ქვეყნის ახალმა პრემიერმა, როგორც მთავრობის მეთაურმა, ხაზი გაუსვა საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირსა და ნატოში შესვლისკენ და აშშ-სთან ურთიერთობის გაღრმავების სურვილს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. როგორ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, საზოგადოებასთან ერთად ყოველთვის უნდა მოხდეს სიცრუეში „ნაციონალური მოძრაობის“ მხილება. „ჩვენი ამოცანაა ჩვენს საოზგადოებასთან ერთად ყოველთვის ვამხილოთ ეს სიცრუის მოძრაობა და არ მივცეთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უფლება”, - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)