|
2019-09-09 16:05:09, 2037 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი - საარჩევნო სისტემას ვცვლით და ძალაუფლების კონცენტრირებაზე საუბარი სრული აბსურდია
„ერთადერთი, რაც მმართველ ძალას სჭირდება, ეს არის მოსახლეობისთვის ეფექტური მმართველობის ჩვენება, რომ სურვილი ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს პოლიტიკურ ძალას ნდობა გამოუცხადოს 2020 წლის არჩევნებში“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში საარჩევნო სისტემა იცვლება და საუბარი იმის, შესახებ რომ მმართველი გუნდი ძალაუფლების შენარჩუნებაზეა კონცენტრირებული, მისი შეფასებით, სრული აბსურდია. „რაც შეეხება ძალაუფლების კონცენტრაციას, სრული აბსურდი მგონია ამაზე საუბარი, რადგან დეკონცენტრაციისთვის ყველაზე ეფექტური და მაქსიმუმი რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება. ყველამ კარგად იცის, რომ პარლამენტი იხილავს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ეს ცვლილება უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტი იყოს უფრო წარმომაგენლობითი. შესაბამისად, ბევრი პოლიტიკური ძალა იყოს წარმოდგენილი და პროპორცია ძალაუფლების განაწილების იყოს აბსოლუტურად განსხვავებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამიტომ მგონია, რომ ეს არგუმენტი აბსოლუტურად გაუგებარია. ერთადერთი, რაც მმართველ ძალას სჭირდება, ეს არის მოსახლეობისთვის ეფექტური მმართველობის ჩვენება, რომ სურვილი ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს პოლიტიკურ ძალას ნდობა გამოუცხადოს 2020 წლის არჩევნებში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)