|
2019-09-09 14:12:08, 2907 ნახვა
პოლიტიკა
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობიდან მმართველი პარტიის ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეს-სპიკერი, ჟურნალისტი ხატია მოისწრაფიშვილი "ქართული ოცნების" პლიტსაბჭოს წევრების მხრიდან ზეწოლის შედეგად გაუშვა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. მოისწრაფიშვილმა მმართველი გუნდის სხვადასხვა წევრის კრიტიკა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსს ნოდარ მელაძეს ღიად დაუჭირა მხარი და სოლიდარობა გამოუცხადა. პარტიის აქტივს და პოლიტსაბჭოს ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა სალომე ზურაბიშვილთან თავისი პრეს-სპიკერის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, რის შემდეგაც პრეზიდენტმა აღნიშნული გააწყვეტილება მიიღო. საქართველს პრეზიდენტის პრეს-სამსახურში ამბობებ, რომ მოისწრაფიშვილი ამ დროის მდგომარეობით ადმინისტრაციაში რჩება, თუმცა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით პრეს-სპიკერის პოზიციას აღარ იკავებს. მას ოფიციალურად ბიულეტენი აქვს აღებული. „არსებობს მორალი და წითელი ხაზი, რომელიც არასდროს დამირღვევია, არც მომავალში ვაპირებ! რაც მომწონდა, მომწონს ახლაც, რაც მიუღებელი იყო, არ მივიღებ მომავალშიც. სულ ეს არის. მადლობა ყველა კეთილ ადამიანს, რომელიც შემხვდა და ჩემი თანამგზავრი გახდა, დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთის გაცნობით გამაბედნიერებს ცხოვრება", – წერს ხატია მოისწრაფიშვლი.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)