|
2019-09-09 13:15:43, 2125 ნახვა
პოლიტიკა
ლინას ლინკევიჩუსი - მკაცრად ვგმობთ ყველა ქმედებას, რომელიც ე.წ. არჩევნებთან და ბორდერიზაციასთანაა დაკავშირებული
„მსურს, მკაცრად დავგმო ყველა ქმედება, რომელიც დაკავშირებულია ე.წ. არჩევნებთან და ბორდერიზაციასთან“, - ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოს საგარეო მინისტრ, დავით ზალკალიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ლინას ლინკევიჩუსმა აღნიშნა, ლიეტუვა საქართველოს ევროინტგრაციის გზაზე მხარს უჭირს. „ეს ქმედებები მიუღებელია და ვგმობთ მას. ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდა. რუსეთის აგრესიის დაგმობასთან ერთად, ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს, რასაც საქართველო აკეთებს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველო ლიდერია ამ მიმართულებით. ნატოსთან მიმართებაში შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ალიანსის წევრივით მოქმედებს, აგზავნის ჯარისკაცებს, იზიარებს რისკებს, რაც სამომავლოდ ძალიან ძლიერი არგუმენტები იქნება“, - აღნიშნა ლინკევიჩუსმა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)