|
2019-09-08 14:39:04, 2012 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - ლარის კურსის მერყეობა არ უნდა იყოს შოკური და მოულოდნელი
„ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა იყოს ფინანსური სტაბილურობა და სამუშაო ადგილების მაქსიმალური რაოდენობა, რომ ლარის მერყეობას არ ჰქონდეს ისეთი სერიოზული სოციალური ზეგავლენა, როგორიც აქვს დღეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც ლარის კურსთან დაკავშირებით დეპუტატის მიერ დასმულ შეკითხვაზე, უპასუხა, რომ ლარიზაცია უნდა გაგრძელდეს. მისი განცხადებით, მიზანი არის, რომ ეროვნულ ბანკთან კოორდონირებული მუშაობის შედეგად, კურსის მერყეობა არ იყოს შოკური და მოულოდნელი. „ლარის კურსთან დაკავშირებით ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური ფაქტორი, ეს გახლავთ: ჩვენი მოქალაქეები და იურიდიული კომპანიები, რომელთაც ვალი აქვთ, სესხები აქვთ დოლარში და გაცვლითი კურსი პირდაპირი დარტყმაა მათთვის. ეს უკვე ხდება არამხოლოდ ეკონომიკური ან კომერციული - სოციალურ პრობლემებში გადადის, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ლარიზაცია. ერთმნიშვნელოვნად, ლარიზაცია იყო სწორი გადაწყვეტილება და ეს მიმართულება უნდა გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, ფასების ზრდა - აქ ჩვენ ფინანსური სტაბილურობის და მაკროეკონომიკური სტაბილურობის ნაწილში, ძალიან მჭიდროდ უნდა ვიმუშაოთ ეროვნულ ბანკთან ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, თუმცა, კოორდინირების ხარისხი უნდა იყოს ძალიან მაღალი. ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა გახლდეთ შემდეგი, რომ ლარის კურსის მერყეობა არ უნდა იყოს შოკური და მოულოდნელი. ის უნდა იყოს ძალიან დაბალანსებული. არ შეიძლება, რომ ასეთი მერყეობისთვის ჩვენ მზად არ ვიყოთ. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ეკონომიკა, ჩვენი ეკონომიკის და მაკროეკონომიკური სტაბილურობის დიდი ნაწილი დამოკიდებულია ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებზე, თუმცა, ჩვენ შიდა მდგრადობის ბევრი, კარგი კომპონენტი გაგვაჩნია. მარტივი გადაწყვეტილებები არსებობს, როგორც ადრე წყვეტდნენ. საგარეო ვალის ხარჯზე, ლარის კურსის დაჭრა, მარტივია. საგარეო ვალი, რეზერვები, დოლარის მიწოდება ბაზრისთვის. დოლარი შეიძლება გავხადოთ ძალიან სწრაფად და შოკურად, მაგრამ ეს არის ეკონომიკისთვის გრძელვადიანად დამანგრეველი, ამიტომ ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა იყოს სამუშაო ადგილები, დივერსიფიცირებული ეკონომიკა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ფინანსური სტაბილურობა და მაქსიმალური რაოდენობა სამუშაო ადგილების, რამეთუ ლარის მერყეობას არ ჰქონდეს ისეთი სერიოზული სოციალური ზეგავლენა, როგორიც აქვს დღეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)