|
2019-09-08 11:12:45, 1137 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე - დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას მივიღებთ, რომ ეს ანტისახალხო მთავრობა ვამხილოთ
დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას მივიღებთ, რადგან კიდევ ერთხელ ვამხილოთ წარუმატებელი მთავრობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით განახლებული მთავრობა წარუმატებელი ადამიანებითაა დაკომპლექტებული. „დღეს წარუმატებელი მთავრობა, დაკომპლექტებული წარუმატებელი ადამიანებით, სადაც არ უნდა გავიხედოთ, ნებისმიერი სფერო საქართველოში არის ჩავარდნილი. შუქიც რომ ანათებს, ელექტროენერგიის დაახლოებით 15% ქვეყანას შემოაქვს უცხოეთიდან, ანუ გავხდით სხვებზე დამოკიდებულ მაშინ, როდესც საქართველო იყო ელექტროენერგიის ექსპორტიორი სახელმწიფო, დიდძალი ვალუტა შემოდიოდა და ამყარებდა ლარს. გუშინ ძალიან სასაცილო განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, თურმე, იმ 9 წელიწადში იმიტომ იყო ლარი მყარი, რომ სესხებს იღებდნენო, არადა მაშინ საგარეო ვალი მშპ-სთან მიმართებაში იყო 25%“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)