|
2019-09-07 13:16:04, 1686 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი „ოცნებას“: მხარს არ გიჭერთ, იმიტომ რომ „სააკაშვილ-ბოკერიებს“ არ სჯით
ეწევით მათთან პოლიტიკურ თამაშებს, პოლიტიკურ სპექტაკლებს და სწირავთ ქვეყანას, - ამ სიტყვებით „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატებს მიმართა. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური თამაშის შედეგია არჩევნებზე დაფიქსირებული ხმების ის რაოდენობა, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიიღო. „ჩვენ არ გიჭერთ მხარს იმიტომ, რომ თქვენ განზრახ, ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, არ დასაჯეთ და არ სჯით „სააკაშვილ-ბოკერიებს“. მეტიც, ეწევით მათთან პოლიტიკურ თამაშებს, პოლიტიკურ სპექტაკლებს და სწირავთ ქვეყანას. 800 ათასი ხმა, ვირტუალური, რომელიც თქვენ დაუწერეთ ნაციონალურ მოძრაობას. 800 ათასი მხარდამჭერი რომ ჰყავდეთ, კიდევ კარგი არ ჰყავთ, 8 ათასი ადამიანი მაინც უნდა ჰყავდეთ პარლამენტის წინ. ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. მაგრამ მე მოგიწოდებთ ეს პოლიტიკური სპექტაკლები დამთავრდეს ჩვენ ქვეყანაში“, - აღნიშნა ინაშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)