|
2019-09-06 15:00:19, 1408 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ენმ-ზე - კაცების გამაუპატიურებლების მხრიდან სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მარაზმია
ადამიანების ქუჩაში მკვლელების და მამაკაცების გაუპატიურებაში მხილებული ხალხის მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სრული მარაზმია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცახადა, რითაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენის შეწყვეტას გამოეხმაურა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, 20 ივნისის ღამეს იყო გადაცდომები, რაზეც პასუხი კონკრეტულმა პირებმა უნდა აგონ. ამასთან, მისი განმარტებით, ხელისუფლებამ აქციის დაშლის დროს დაზარებულებზე მთელი ცხოვრება უნდა იზრუნოს. თუმცა მდინარაძის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აღნიშნულ ადამიანების დაცვაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს. „ნახეთ არათანმიმდევრულობა: გუშინ მთელი დღის განმავლობაში ისინი აცხადებდნენ, რომ ისინი იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში და არ მოვიდოდნენ საქართველოს პარლამენტში. შეცვალეს გადაწყვეტილება თურმე რისთვის. თურმე იმისთვის, რომ მოეწყოთ რამდენიმეწუთიანი სპექტაკლი და საზოგადოებისთვის შეეთავაზებინათ ძალიან ბინძური ტყუილი. ადამიანები, რომლებიც ქუჩაში კლავდნენ ადამიანებს, ახლა ვითომ დაინტერესებულები არიან ადამიანების ბედით. ამ ხალხის ბედი ჩვენ გვაინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომა ქციის დაშლა იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური და თანამედროვე სამყაროში ამის შესახებ კითხვაც კი არავის დაუსვამს, ეს არ არის საფუძველი იმისა, რომ მეორე მხარეს ჩვენ არ ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე. მთელი ცხოვრება ჩვენ ამ ადამიანებზე, მათ შორის მაკო გომურზე უნდა ვიზრუნოთ, ეს არის ჩვენი მორალური ვალდებულება, რაც არ უნდა კანონიერი ყოფილიყო დაშლა. იქ იყო გადაცდომები, ამაზე პასუხები უნდა აგონ კონკრეტულმა ადამიანებმა, თუ ვინმე გასცდა ლეგიტიმური დაშლის ჩარჩოებს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების ზრუნვა, ადამიანის ქუჩაში მკვლელების და ძალიან დიდი ბოდიში, მიჭირს ასეთი სიტყვების გამეორება, მაგრამ მიწევს, მამაკაცის გაუპატიურებაში მხილებული ხალხის მხრიდან ადამიანების ჯანრმთელობაზე ზრუნა არის სირცხვილი კი არა, სრული მარაზმი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)