|
2019-09-06 13:32:00, 1202 ნახვა
პოლიტიკა
გახარია ენმ-ს: არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ
„თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში ქუჩაში დარჩებით“, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლის დროს. როგორ გახარიამ აღნიშნა, ენმ-ს პათოსი პასუხისმგებლიანი პოზიციისგან დაცლილია. „რთულია დღეს ამ ტრიბუნიდან საუბარი, განსაკუთრებით მსგავსი პათოსის შემდეგ, რომელიც აბსოლუტურად ცარიელია პოლიტიკური, პასუხისმგებლიანი პოზიციით. მე ძალიან კარგად მახსენდება რთული წუთები ამ შენობაში, როდესაც ქალბატონი სალომე პირადად მემუქრებოდა იმით „დაგჩათ სულ რაღაც რამოდენიმე წუთი, ახლა აქ ხალხი შემოიჭრება და თქვენი დასასრული დაიწყება“. ზუსტად ასევე, ქალბატონო სალომე, მემუქრება დღეს. „რაც შეეხება ყველაფერ იმას, რაც აქ ითქვა, ერთმნიშვნელოვნად, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, ყველაფერი ის რაც აქ ხდება, არის ჩვეულებრივი „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, ტყუილი, სიცრუე, როდესაც ხდება სიმართლის ჩანაცვლება, როდესაც ხდება მოდერილებული რეალობით ადამიანებზე ზემოქმედება და ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ 9 წელი, ამას თქვენ აკეთებთ დღესაც. მე ერთი რამე მინდა გითხრათ, არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში თქვენ დარჩებით ქუჩაში. გირჩევთ ქალბატონო სალომე, თვალიდან ხელი მოიშოროთ და სიმართლეს თვალი გაუსწოროთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)