|
2019-09-05 19:12:01, 1209 ნახვა
პოლიტიკა
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრას არ აპირებს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ენმ-ს წევრები ხვალ მინისტრობის კანდიდატებთან ფრაქციის ფორმატში შეხვედრას არ აპირებენ. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს ბოიკოტს უცხადებს. „ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ბოიკოტს, არ დავესწარით საკომიტეტო განხილვებს. ასევე არ გვექნება ხვალ ფრაქციის ფორმატში მთავრობის კანდიდატებთან შეხვედრა. ეს შეხვედრა იქნებოდა მორიგი რუტინული გასაუბრება და შეიქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს, ქვეყანაში არაფერი ხდება და ვამტკიცებთ მორიგ მთავრობას. არადა, არის საგანგაშო, განსაკუთრებული ვითარება. ჩვენ ფაქტობრივად ხელისუფლებაში მოგვიყვანეს გავრილოვის მთავრობა. ამიტომ პროტესტის ასეთი ფორმა, ზურგის შექცევა, თუ შეიძლება უხეშად ვთქვათ, არის სწორედ ღირსი ამ მთავრობის“, - განაცხადა გოცირიძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)