|
2019-09-05 13:43:41, 1422 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია ღარიბაშვილს: მინდა დავინახო, ტრანსფორმაცია ხომ არ განიცადა ღირებულებებმა, რამაც 4 წლის წინ ერთად დაგვაყენა
მინდა დავინახო ტრანსფორმაცია ხომ არ განიცადა, იმ ღირებულებებმა, რამაც 4 წლის წინ ერთად დაგვაყენა, - ამ სიტყვებით პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. როგორც ბესელიამ განმარტა, მისთვის პრინციპირებული საკითხია, თუ რა პოზიცია აქვს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს მოსამართლეობის უვადოდ დანიშვნის საკითხზე. „ბატონო ირაკლი, თქვენ იყავით ერთ-ერთი ვისაც პირადად შეეხო უსამართლობა და უკანონობა სასამართლოს მხრიდან. მე კარგად მახსოვს, იმ ისტორიებს ჩვენ ერთად გავდიოდით. მახსოვს, როგორი პრინციპული იყავით მაშინაც, სხვათა შორის, ასევე ღიად გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ 4 წელია დისტანცირებული ხართ აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან, არ გეტყობოდათ, რომ შორს იყო ეს ტრიბუნა თქვენგან. ძალიან საინტერესო გამოსვლა იყო, ჩემი პირდაპირობა ცნობილია და არ მჭირდება არანაირად დითირამბები. პირველ რიგში, მაინტერესებს თქვენც, ის ადამიანი, რომელიც გამოირჩევით ძალიან ღია, პირდაპირი, ხშირად ხისტი, მკაფიო, პრინციპული შეფასებებით იმ რეჟიმის და ზოგიერთებივით ენა არ გეჩლიქებათ, როცა იმ რეჟიმზე საუბრობთ და სახელს არქმევთ იმ მოვლენებს. თქვენც ფიქრობთ, რომ ვინც ცუდად იქცეოდა დღეს კარგად იქცევა და ვინც ცუდ საქმეებს ჩადიოდა მოსამართლეების სახით დღეს კარგ საქმებს აკეთებს?! თქვენ იზიარებთ ამ პოზიციას?! ეს ჩემთვის ძალიან პრინციპულია, იმიტომ რომ მეც უნდა მივიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, მინდა დავინახო, ტრანსფორმაცია ხომ არ განიცადა იმ ღირებულებებმა, რომელმაც მაშინ ერთად დაგვაყენა“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)