|
2019-09-04 14:24:24, 1288 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: თუ ვინმე თავის თავს არქმევს ევროპულ ოპოზიციას, ჩართულიც უნდა იყოს საპარლამენტო პროცესში
თუ ვინმე თავის თავს არქმევს ევროპულ ოპოზიციას, ალბათ ის ჩართულიც უნდა იყოს ამ პროცესში“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო ოპოზიციის მიერ მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენებზე ბოიკოტის გამოცხადებას. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ევროპული ტიპის ოპოზიცია უნდა მონაწილეობეს საპარლემენტო განხილვებში და ხელისუფლებას ოპონირებას უწევდეს. „სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ გაურკვევლობაა ერთგვარი საპარლამენტო ოპოზიციაში, მათ ერთის მხრივ სურთ, საპარალმენტო პროცესში იყვნენ ჩართული და შეასრულონ ოპოზიციის სრულფასოვანი როლი და მეორეს მხრივ, ისინი იმ პროცესში, რაც ოპოზიციას ევალება, არ მონაწილეობენ. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მეგობრულ რჩევას მივცემდი ყველა ჩვენს დეპუტატს ოპოზიციიდან, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მათი მისაღები გადაწყვეტილება. ევროპული ოპოზიცია არის ის ოპოზიცია, რომელიც მონაწილეობს განხილვაში და უწევს ოპონირებას სახელისუფლებო პარტიას. ეს არის ევროპული ოპოზიცია. თუ ვინმე თავის თავს არქმევს ევროპულ ოპოზიციას, ალბათ ის ჩართულიც უნდა იყოს ამ პროცესში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)