|
2019-09-04 11:16:08, 1137 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩთან აუცილებლად მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება
საგარეო საქმეთა მინისტობის კანდიდატი, დავით ზალკალიანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დანიშვნას მიესალმება. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ახალი ელჩი არის ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დანიშნული პირველი ელჩი საქართველოში. „ამერიკა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. აშშ-სთან ჩვენ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა. როგორც არასდროს, ისე მაღალია ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დანიშნული პირველი ელჩი საქართველოში. მან გარკვეული პროცედურები უნდა გაიაროს, მათ შორის საკომიტეტო მოსმენები სენატში, როცა ეს პროცესი დასრულდება, ჩვენ მასთან აქტიურად ვითანამშრომლებთ“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში ელჩად კელი დეგნანის კანდიდატურა წარადგინა. ცნობისთვის, 2018 წლის მარტიდან საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობა ვაკანტურია. 2015 წლიდან 2018 წლამდე ამ პოსტს იან კელი იკავებდა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)