|
2019-09-04 10:23:15, 1010 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: პოლიციელის მკვლელის შეწყალება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია
„წინააღმდეგი ვარ იმ ადამიანების შეწყალების, რომელთაც ხელი აღმართეს პოლიციელზე, ბრალი მიუძღვით პოლიციელის მკვლელობაში ან პოლიციელის მიმართ ძალადობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას გამოეხმაურა. „შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, თუმცა ვერ უარყოფთ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა საზოგადოებასთან ერთად შექმნა ისეთი დემოკრატია, სადაც ოპოზიციას, მმართველ პოლიტიკურ გუნდს, მოქალაქეებს შეუძლიათ განსხვავებული პოზიციები იქონიოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დაეთანხმონ მას ან არ დაეთანხმონ. პოლიციელის პროფესია არის ურთულესი, რომლის სრულად ანაზღაურება ხელფასით შეუძლებელია, ამიტომ მას სჭირდება საზოგადოებისგან დაფასება. ორი წელი ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში და ზუსტად ვიცი რას ნიშნავს იყო პოლიციელი და ზუსტად ვიცი, რას გრძნობს პოლიციელის ოჯახი, როდესაც რჩება ოჯახის წევრის გარეშე", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)