|
2019-09-02 17:42:58, 1041 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი: ხაზარაძე და ჯაფარიძე ცდილობენ, მათი შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობა პოლიტიკას დაუკავშირონ
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაახლოებით ერთი წელია ცდილობენ, მათი შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობა თითქოს და პოლიტიკურ აქტივობას დაუკავშირონ და პასუხისმგებლობა სხვა მიმართულებით გადაიტანონ,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საზოგადოებას პერმანენტულად მიეწოდება ინფორმაცია იმ საქმის ირგვლივ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, სადაც ბატონი ჯაფარიძე და ხაზარაძე ბრალდებულნი არიან მძიმე ფინანსური დანაშაულის ფარგლებში. ,,ჩვენთვის ცნობილია, რომ საგამოძიებო ორგანოებს ჰქონდათ ინიციატივა პროცესში ჩართული ყოფილიყვნენ დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტები . ეს ხელს შეუწყობს პროცესს, რომ კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე. რაც შეეხება შესაძლო შეხვედრებს, მე კონკრეტულ შეხვედრასთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლების ნაცვლად ვერ გეტყვით, თუმცა თუკი საკითხი ისმის, რომ რატომ შეიძლება იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაინტერესებულნი - პასუხი მარტივია, ვინაიდან ეს ადამიანები დაახლოებით ერთი წელია ცდილობენ, რომ მათი შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობა დაუკავშირონ მათ თითქოს და პოლიტიკურ აქტივობას და მათი პასუხისმგებლობა გადაიტანოს სხვა მიმართულებით“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, იმისათვის, რომ არ გაჩნდეს და არ დარჩეს რაიმე სახის შეკითხვა, პროცესი იყოს გამჭვირვალე და პოლიტიკურ მანიპულაციას წერტილი დაესვას, ლოგიკურია, დიპლომატიური კორპუსის ინფორმირება, რასაც პროკურატურა ეტაპობრივად ახორციელებს.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)