|
2019-08-31 10:38:54, 2043 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო: შეშფოთებულები ვართ ჩორჩანასთან დაძაბულობის ესკალაციის გამო, რომელიც ქართული საგუშაგოს მშენებლობამ გამოიწვია
რუსეთის საგრეო საქმეთა სამინისტრო სოფელ ჩორჩანასთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხაებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, რუსეთი შეშფოთებულია ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს დე-ფაქტო საზღვართან ვითარების ესკალაციასთან დაკავშირებით, რომელიც ქართული ბლოკ-პოსტის მშენებლობამ გამოიწვია. "ეს პროვოკაციული ქმედებები განხორციელდა თბილისის მიერ ცხინვალისთვის არაერთხელ ნათქვამი უარის ფონზე, დაიწყოს მოლაპარაკებები საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციაზე. ამ პირობებში, სამხრეთ ოსეთის მხარე იძულებულია, ცალმხრივად შეასრულოს ინჟინერულ აღჭურვასთან დაკავშირებული სამუშაოები, რაც მიმართულია იქ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და სხვადსახვა ტიპის ინციდენტისს თავიდან ასაცილებლად. ეს არის სამხრეთ ოსეთის სუვერენული უფლება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსი. ბოლო თვეების განმავლობაში, თბილისი მიზანმიმართულად ძაბავდა სიტუაციას საზღვარზე პროვოკაციული აქციებით, პოლიტიკურ-პროპაგანდისტული კამპანიით, რასაც დასავლური ქვეყნების მხარდაჭერით ახორციელებდა. ეს არ უწყობდა ხელს საზღვართან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრას და პირიქით, ძაბავდა სიტუაციას რეგიონში, რამაც არსებულ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. მოვუწოდებთ მხარებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში კონსტრუქციული დიალოგი გააგრძელონ", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)