|
2019-08-30 17:45:15, 1943 ნახვა
პოლიტიკა
ბორცვაძე: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების თქმით „ულტიმატუმი“ ჟურნალისტების მხრიდან არასწორი ინტერპრეტაციაა
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი არ აპირებენ ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა. „არაერთ საკითხთან დაკავშირებით იყო საუბარი დღევანდელ შეხვედრაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, საუბარი შედგა კონსტრუქციულ რეჟიმში, ყოველგვარი გართულებების გარეშე, მშვიდ გარემოში. არაერთი საკითხი განვიხილეთ, პირველი და მთავარი არის ის, რომ როგორც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი არ აპირებენ ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს, განმარტეს, რომ ეს იყო არასწორი ინტერპრეტაცია ჟურნალისტების მხრიდან. ცალსახაა, რომ ბლოკ საგუშაგო განთავსებულია ერთადერთი მიზნით - უსაფრთხოების დაცვის მიზნით. კითხვებზე, რომლებიც საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით გააჩნდათ ცხინვალის წარმომადგენლებს, ავუხსენით და განვუმარტეთ, რომ ეს საგუშაგო ემსახურება ერთადერთ მიზანს - უსაფრთხოების დაცვას. შესაბამისად, მათ ჰქონდათ გარკვეული კითხვები, რომ შეშფოთება გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში და ჩვენი არგუმენტებით, გარკვეულწილად დავარწმუნეთ ცხინვალის წარმომადგენლები, რომ ერთადერთი მიზანი ჩვენი პოლიციელების არის უსაფრთხოები დაცვა და მეტი არაფერი. შემდეგი შეხვედრა გაიმართება ერგნეთში, მომდევნო კვირას“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ. ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა საქართველოს ულტიმატუმი გუშინ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე წაუყენა. ე.წ. სამხრეთ ოსეთი ბლოკპოსტის დაშლას და საქართველოსგან პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვდა. თუმცა ცენტრალურმა ხელისუფლებამ აღნიშნული ულტიმატუმი არ შეასრულა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)