|
2019-08-30 17:08:52, 1920 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელი ჩორჩანასთან შექმნილ ვითარებაზე: მხარეებს დიალოგისკენ მოვუწოდებთ
გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მიხაელ ზიბერტი სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ზიბერტი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ის მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს. "ვაფასებთ #EUMM-ის ძალისხმევას, ხელი შეეწყო გუშინ სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის გამართვისთვის. მხარეებს დიალოგის გასაგრძელებლად მზადყოფნის გამოხატვისკენ მოვუწოდებთ, ვინაიდან ჩორჩანას მახლობლად ადმინისტრაციულ ხაზზე არსებული დაძაბულობის მოგვარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - წერს მიხაელ ზიბერტი.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)