|
2019-08-30 14:22:05, 1404 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი ჩორჩანას ვითარებაზე: ჩვენთვის ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია
„ჩვენთვის ულტიმტუმის ენით საუბარი მიუღებელია“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს სიტუაციის დეესკალაციისთვის. „მინდა გამოვეხმაურო სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს, ჩვენთვის ულტიმატუმის ენით საუბარი არის სრულიად მიუღებელია. იქ ჩვენი უსაფრთხოებისა თუ შესაბამისი უწყების მიერ დაწყებული საქმიანობა უნდა მივიდეს ბოლომდე და შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, იმისთვის რომ იქ დაწყებული საქმე მივიდეს ბოლომდე, რათა დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები რამდენადაც საჭიროა ბლოკ-პოსტის მშენებლობა, რომელიც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი ულტიმატუმის ენით საუბარი არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, იმ მისიებთან, რომლებიც პროცესს აკვირდებიან, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. სწორედ მათთამ ერთად შევძლებთ ყველა საკითხის დიდი პასუხისმგებლობით მოგვარებას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)