|
2019-08-30 12:53:48, 1138 ნახვა
პოლიტიკა
ხმაური პარლამენტში - „სირცხვილიას“ აქტივისტები კომიტეტის სხდომაზე მივიდნენ
სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მაისურებითა და წარწერით: „სირცხვილია“ მივიდნენ. სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძემ 20 ივნისის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა, რასაც კამათი მოჰყვა. „72 დღეა საქართველოში არის სირცხვილი. 72 დღეა დუმხართ და კითხვებს არ სცემთ პასუხს. ქალბატონო სოფო, 72 დღეა თქვენ ხართ სირაქლემას პოზიციაში და ემალებით პრობლემას! გაფრთხილებთ, გეუბნებით წინასწარ და შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ანონსი, დღეიდან ყოველდღიურად იგრძნობთ, რომ თქვენი საქციელი, ის რაც მოხდა 20 ივნისს და რაც ხდება მას შემდეგ, არის სირცხვილი“, - მიმართა კამპანია “სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თამარ კაკაბაძემ კილაძეს. საპასუხოდ, კილაძემ სამოქალაქო აქტივისტს განუცხადა რომ ის წარმოადგენს ოპოზიციას და არის ელენე ხოშტარიას თანაშემწე. „ძალიან კარგია, რომ ელენე ხოშტრიას თანაშემწეს ძლევა პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა“, - განაცხადა კილაძემ. დისკუსიაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილიც ჩაერთო.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)