|
2019-08-29 17:31:01, 1249 ნახვა
პოლიტიკა
სენატორები - ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც რუსეთი „დიდ შვიდეულში“ არ უნდა დაბრუნდეს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა
ამერიკელი სენატორები რუსეთის "დიდ შვიდეულში" დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან. შესაბამისი შინაარსის წერილით კანონმდებლებმა თეთრი სახლის ლიდერს დონალდ ტრამპს მიმართეს. წერილის ტექსტი სენატორმა ბობ მენენდესმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. როგორც სენატორების წერილშია ნათქვამი, „დიდი შვიდეულის“ დანიშნულება „დემოკრატიული ქვეყნების ეკონომიკური განვითარება და საერთაშორისო კანონმდებლობის საერთო ღირებულებების დაცვაა. კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ რუსეთი არ წარმოადგენს არც დემოკრატიულ ინსტიტუციებს და არც ეკონომიკურ ძალას. წერილში აღნიშნულია, რომ რუსეთი "დიდი რვიანიდან" 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო გარიცხეს. წერილში მოცემულია ჩამონათვალი, რის გამოც რუსეთი „დიდ შვიდეულში“ არ უნდა დააბრუნონ, მათ შორის არის საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის გაგრძელება, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, დიდ ბრიტანეთში ქიმიური იარაღის გამოყენება [სკრიპალების საქმე], სირიაში სადის რეჟიმის მხარდაჭერა და რუსეთში პოლიტიკური ოპონენტების დევნა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)