|
2019-08-29 11:39:07, 1296 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ დღისწესრიგს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შვედ კოლეგას საკანონმდებლო ორგანოში უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ 2 ქვეყნის პარლამენტის სპიკერებმა პრესკონფერნცია გამართეს და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს. როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ დღისწესრიგს. მანვე დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა ყოველწლიურად უმჯობესდება. პარლამენტის სპიკერის მტკიცებით, შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტოიულ მთლიანობას. თალაკვაძის განცხადებით, მიუღებელია 21-ე საუკუნეში, მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, რასაც რუსეთი უკვე წლების განმავლობაში ახორციელებს. "საქართველოს მოსახლეობის სახელით მსურს მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს შვედ კოლეგას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ვაფასებთ შვედეთის მხარდაჭერას და წლების განმავლობაში ეს თანამშრომლობა საუკეთესო სახით ვითარდება. მოხარულები ვართ, რომ იზრდება ვიზიტორების რაოდენობა, უფრო მეტი სტუდენტი სწავლობს შვედეთშუ, უდრო მეტი შვედური კომპანია შემოდის ქართულ ბაზარზე. წლების შემდეგ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული შემაშფოთებელი და რთული მდგომარეობა, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ჩვენთვის მიუღებელია, რომ 21-ე საკუნეში მეზობელი სახელმწიფო იტაცებს ჩვენს მამა-პაპისეულ მიწებს, ძალადობრივი მეთოდებით ავლებს ბარიერებს, ხელოვნურად ყოფს სოფლებს, ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე ახორციელებს საკუთარ ინტერესებს. მადლობას ვუცდი შვედ ხალხს და ჩემს კოლეგას, რომ საქართველოს შვედეთის მხრიდან აქვს მტკიცე მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. შვედეთს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის თანაავტორს განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს ევროპული მისწრაფების განხორციელების პროცესში. შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ დღისწესრიგს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)