|
2019-08-28 18:52:30, 1591 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: როცა მეუბნებიან, რომ ევროკავშირი ოცნებაა, ვპასუხობ, რომ ევროპის ისტორია რეალობად ქცეული ოცნებებია
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურბაშვილმა ევროპელ ბიზნეს ლიდერთა ფორუმი გახსნა. სალომე ზურაბიშვილმა ფრანგ მეწარმეებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოს სრული ევროპიზაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ფორუმს ფრანგული ბიზნეს სექტორის 700 ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის ისინიც, ვინც უკვე მუშაობენ ქართულ ბაზარზე. პრეზიდენტმა MEDEF International-ის აუდიტორიის წინაშე ისაუბრა იმაზე, რომ საქართველო ყველა სფეროში მზადაა ევროპასთან მეტად დაახლოებისთვის. „საქართველოს მაგალითი მართლაც, რომ პარადოქსულია. ის, როგორც არასდროს, მიისწრაფვის ევროკავშირში შესასვლელად, საქართველოს ევროპული მისწრაფება არასოდეს ყოფილა ასეთი მტკიცე! როდესაც მეუბნებიან, რომ ევროკავშირი ოცნებაა, მე ვპასუხობ, რომ ევროპის ისტორია რეალობად ქცეული ოცნებებია: საფრანგეთისა და გერმანიის შერიგება, გერმანიის გაერთიანება და ევროპის აღმოსავლეთისაკენ გაფართოება. ევროპა არაფერია, თუ ის არ ოცნებობს“, -აღნიშნა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო დიდ იმედებს ამყარებს იმ ევროპულ ამბიციაზე, რომელსაც დღეს პრეზიდენტი მაკრონი ატარებს. „მე ვუთხარი პრეზიდენტს და აქაც ვიმეორებ: საქართველოს სურს ევროპული რენესანსის პროექტის წარმატება“, -განმარტა პრეზიდენტმა.
ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)