|
2019-08-27 00:53:18, 1718 ნახვა
პოლიტიკა
„რუსთავი 2“-ის აღმასრულებელ დირექტორად, ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელ დირექტორად, ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა. ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი, ტელეკომპანია რუსთავი2-ში როგორც საინფორმაციო, ასევე გასართობი გადაცემების ნაწილს უხელმძღვანელებს. “ჩვენ კარგა ხანია გვაქვს საუბრები ირაკლისთან, რომ იგი ჩასდგომოდა, როგორც საინფორმაციო, ასევე გასართობი გადაცემების ნაწილს და მისი ხელმძღვანელობით, როგორც აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით წარმართულიყო ტელევიზიის საქმიანობა.“ - განაცხადა, არხის გენერალურმა დირექტორმა. ირაკლი იმნაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ტელეკომპანიის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული იქნება. “მთავარი ამოცანაა შეიქმნას სარედაქციო ჩარჩო, რომელსაც ექნება იურიდიული ძალა. ეს იქნება კონტრაქტი, მფლობელებსა და საინფორმაციო სამსახურს შორის და ეს კონტრაქტი მისცემს აქ მომუშავე ჟურნალისტებს დაიცვან თავისი თავი და დაიცვან სარედაქციო დამოუკიდებლობა. ძალიან გულუბრყვილო იქნება იმის აღქმა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა ეს არის ერთჯერადი პროცესი, ეს იქნება ყოველდღიური პროცესი. სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა ეს არის ყოველდღიური პროცესი. რუსთავი2-ი იყო გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, როგორც გვახსვოვს ხალხსაც და მფობელებსაც გამარჯვების შემდეგ ეს ტელევიზია მალევე წაართვეს და თუ ჩვენი მოლაპარაკება დასრულდება წარმატებით, მე მაქვს ამბიცია, რომ რუსთავი2-ი გახდეს გამარჯვებული თანამშრომლების ტელევიზია.“ - განაცხადა, არხის აღმასრულებელმა დირექტორმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)