|
2019-08-26 16:53:49, 1884 ნახვა
პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი: ნატო აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. როგორც აპატურაის განცხადებაშია ნათქვამი, ნატო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს. „ნატო-ს მოკავშირე ქვეყნები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - აღნიშნულია აპატურაის განცხადებაში, რომელიც Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ცნობისთვის, გუშინ ოკუპირებუ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. შედეგების თანახმად, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დე-ფაქტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)