|
2019-08-26 14:28:18, 1530 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება: აფხაზეთში გერმანელი დეპუტატების ვიზიტი რუსეთმა დააფინანსა
"ოკუპირებულ აფხაზეთში გერმანელი დეპუტატების ვიზიტი, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში „დამკვირვებლის“ სტატუსით მონაწილეობის მისაღებად, რუსეთმა დააფინანსა", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა. კონსტანტინიდი აცხადებს, რომ ამ ვიზიტით გერმანელმა დეპუტატებმა ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობა დაარღვიეს, რასაც გერმანულ მხარესთან კომუნიკაციის შემდეგ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. "საგარეო საქმეთა სამინისტრო პრევენციულ რეჟიმში მუშაობდა ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, რომლებზეც გაიჟღერა გარკვეულმა ინფორმაციამ, რომ მათი წარმომადგენლები აფხაზეთის თვითაღიარებული რეჟიმის ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებში" ე.წ. დამკვირვებლის სტატუსით იქნებოდნენ. მინდა გითხრათ, რომ გაცილებით მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო ციფრი ე.წ. დამკვირვებლებისა, რომ არა ჩვენი აქტიური მუშაობა და პრევენციული ღონისძიებები. რაც შეეხება კონკრეტულ დეპუტატებს გერმანიიდან - ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური, რაც თავისთავად გამორიცხავს იმ ადამიანების ლეგიტიმაციას, რომლებიც იქ ე.წ. "დამკვირვებლის" სტატუსით იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, მათ არ ჰქონდათ არანაირი კომპეტენცია, უფლებამოსილება და სტატუსი იმ სტრუქტურებიდან, რომლებსაც ისინი, ასე ვთქვათ, წარმოადგენდნენ. შესაბამისად, ეს იყო მათი პირადი ვიზიტი. ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანები, მათი პარტიის ორიენტაციიდან გამომდინარე, ეს გახლავთ ულტრამემარჯვენე პარტია, იმყოფებიან რუსული გავლენის ქვეშ, რასაც ისიც მოწმობს, რომ დაფინანსება მათი ვიზიტისა აფხაზეთის რეგიონში განხორციელდა რუსული მხარის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ეს დეპუტატები გაფრთხილებული იყვნენ , რომ ისინი ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლით დაარღვევდნენ როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობას. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ყველა შესაძლო შედეგებზე გერმანულ მხარესთან შემდგომი კომუნიკაცია გვექნება და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით მოხდება შესაბამისი რეაგირება ქართული მხარის მიერ", - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში „დამკვირვებლის“ სტატუსით გერმანიის ბუნდესტაგის ორი დეპუტატი ჩავიდა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)