|
2019-08-22 18:02:46, 1548 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვის პრეზიდენტი: ვგმობთ „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელებას - მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. შეხვედრისას გიტანას ნაუსედასმა საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ლიეტუვას მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ მათ აქვთ სურვილი დაეხმარონ საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით. „დარწმუნებული იყავით, რომ ლიეტუვა მუდმივად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვგმობთ „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, გააქტიურონ ეკონომიკური პროცესები, შეძლონ სამართლებრივი რეფორმების განხორციელება, რათა მიაღწიონ მეტ პროგრესს სასამართლო სისტემაში. ამრიგად, ვფიქრობ რომ საუკეთესო გზა საზოგადოება დაარწმუნო ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელოვანებაში არის პირველი, ძალიან კონკრეტული შედეგის ჩვენება. თუ ხალხი დაინახავს, რომ ამ პროცესს მოაქვს გარკვეული სარგებელი, ისინი იქნებიან მოტივირებულები, რომ ხელი შეუწყონ ამ პროცესის წინ წამოწევას და სავარაუდოდ, ეს დაეხმარება რუსეთის მხრიდან რისკებისა და ქმედებების შეჩერებასა თუ მათგან თავის დაღწევაში. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ვნებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, თუმცა ლიეტუვას აქვს დიდი პოტენციალი, რომ გაზარდოს ეკონომიკური კავშირი საქართველოსთან“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)