|
2019-08-22 14:27:00, 1627 ნახვა
პოლიტიკა
ხუხაშვილი: ხელისუფლება პოლიტიკურ აფექტშია, მუდმივად ერთი თემის მეორეთი გადაფარვა სჭირდება
ექსპერტი გია ხუხაშვილი TV პირველის მფლობელის, ვატო წერეთელის მამის, ავთანდილ წერეთელისთვის ბრალის წარდგენას ხელისუფლების მხრიდან აქტუალური თემების გადაფარვის მცდელობად აფასებს. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პოლიტიკური აფექტის მდგომარეობაშია. „ხელისუფლება მუშაობს პოლიტიკური აფექტის მდგომარეობაში. მუდმივად სჭირდება, რომ იყოს შეტევაში - ერთი თემა მეორეთი გადაფაროს, მეორე მესამეთი და არ მისცეს საზოგადოებას დამშვიდების, დაწყნარების და ჩვეულებრივი პოლიტიკური დღის წესრიგით სვლის საშუალება. რადგან გუშინ, რუსთავი 2-შისრული ფიასკო განიცადეს, დღეს რაღაცა სჭირდებოდათ, რომ თემა გადაეფარათ და დღეს ვნახეთ, რაც ვნახეთ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. ექსპერტმა თიბისი ბანკის დამფუძნებლების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის პროკურატურაში დაბარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ბრალი გადაკვალიფიცირდა, ეს მართლმსაჯულების სისტემის სრული ფიასკო იქნება. ყველაზე სკანდალური დღევანდელ ისტორიაში არის პროკურატურის განაცხადი ბრალის დაზუსტებასთან დაკავშირებით. საუბარია 2-3 ტრანზაქციაზე, წელიწადზე მეტია იძიებენ და ახლა ამბობენ, ბრალი უნდა დავაზუსტოთო. ახლა, აქ იგულისხმება ის, რომ ვაშლის მოპარვა რადგან ვერ დაგიმტკიცე, მსხლის მოპარვაზე უნდა გედავო, თუ რა იგულისხმება, ალბათ ამას დღეს გავარკვევთ. თუ ეს ასე მოხდა და საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა, ეს არის სრული ფიასკო და კატასტროფა მთელი მართლმსაჯულების სისტემისთვის“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა TV პირველის ეთერში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)