|
2019-08-21 14:51:56, 1106 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: ჟურნალისტებმა რომლებმაც პოსტები დატოვეს, უნდა აღიარონ რომ მათი მიზანი R2-ის წინააღმდეგ გალაშქრება იყო
არცერთი კომპანია არ დაუშვებს იმას, საკვანძო პოსტებზე მყოფი თანამშრომლები ღიად აცხადებდნენ, რომ ამ კომპანიის დანგრევაში მიიღებენ მონაწილეობას - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ტელევიზია რუსთავი 2-დან ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ გააკეთა, რის შემდეგადაც პოსტი რამდენიმე ჟურნალისტმა საკუთარი ნებით დატოვა. გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები, რომლებმაც ტელევიზია საკუთარი ნებით დატოვეს, კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთან ერთად რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ომში ჩაებნენ. „კონკრეტულმა ადამიანებმა, მათ შორის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გამოაცხადეს, რომ იბრძოლებენ და მათი მთავარი მიზანი რუსთავი 2-ის დანგრევა იქნება. ადამიანებმა, რომლებიც აქამდე რჩებოდნენ თავის პოსტებზე, განაცხადეს, რომ ამ ბრძოლაში მიყვებიან ყოფილ გენერალურ დირექტორს. არცერთი კომპანია, არც ნებისმიერი სხვა დაწესებულება არ დაუშვებს იმას, რომ საკუთარ კომპანიაში, საკვანძო პოსტებზე მყოფი თანამშრომლები ღიად აცხადებდნენ, რომ ამ კომპანიის დანგრევაში მიიღებენ მონაწილეობას. აქ რუსთავი 2-ის კრიტიკულობა არაფერ შუაშია. მე პირადად, საერთოდ არ მიმაჩნია, რომ რუსთავი 2 კრიტიკული ტელევიზიაა ეს არის პარტიული ტელევიზია ხოლო ყველა სხვა ტელევიზია შეიძლება იყოს კრიტიკული ტელევიზია. რუსთავი 2-ის იმ ჟურნალისტებმა რომლებმაც დატოვეს პოსტები, ისიც უნდა აღიარონ რომ მათი მიზანი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გალაშქრება და გვარამიას ბრძოლაში მონაწილეობა იყო“, - განაცხადა ვოლსკიმ.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)