|
2019-08-19 18:52:34, 1333 ნახვა
პოლიტიკა
კონსტანტინიდი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებულების დაბრუნება დროულად მოხდეს
„24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ ყველა აქტორთან, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი ზემოქმედება საოკუპაციო რეჟიმზე“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებულების დაბრუნება დროულად მოხდეს. „ყველა არსებული ბერკეტი გვაქვს აქტიურად ამოქმედებული და 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ ყველა აქტორთან, ვისაც შეიძლება გავლენები ჰქონდეს ამ პროცესზე, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი ზემოქმედება საოკუპაციო რეჟიმზე იქ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმ მიმართულებით, იმ მექანიზმების და ბერკეტების გამოყენებით, რაც ჩვენს ხელთ არის“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)