06:06 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-19 15:41:17, 1118 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტის დეპუტატი: უკანონო ბორდერიზაციაზე ევროკავშირმა მკაცრი განცხადება უნდა გააკეთოს

„ეს არის რუსული აგრესია და ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში დავაყენებ ამ საკითხს“, - ასე გამოეხმაურა სოფელ გუგუტიანთკარში ჩასული  ევროპარლამენტის დეპუტატი ჩეხეთიდან, მარკტ გრეგოროვა უკანონო ბორდერიზაციის პროცესის განახლებას.

ევროპარლამენტის დეპუტატი მიიჩნევს, რომ გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებაზე  ევროკავშირმა მკაცრი განცხადება უნდა გააკეთოს, რადგან რუსეთი გამოცდას აწყობს, რამდენად შორს შეუძლია წავიდეს, ვიდრე მკაცრ პასუხს მიიღებს.

„ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი, რომელიც გრძელდება. აბსოლუტურად არ ვეთანხმები იმას, რაც აქ ხდება და როგორც ადგილობრივებს ექცევიან. ავლებენ ღობეს მათი ბაღების და სახლების უკან. ამიტომ იძულებული არიან დატოვონ. ეს არის რუსული აგრესია და ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში დავაყენებ ამ საკითხს. ევროკავშირმა უნდა გააკეთოს მკაცრი განცხადება, რადგან რუსეთი აშკარად გამოცდას აწყობს, რამდენად შორს შეუძლია წავიდეს, ვიდრე მკაცრ პასუხს მიიღებს. მათ უნდა გაიგონ ყველასგან, რომ ამგვარი ქმედებები მიუღებელია. მე ახალი ევროპარლამენტის წევრი ვარ და მსურს შევცვალო ეს სიტუაცია“, - განაცხადა მარკტ გრეგოროვამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics