|
2019-08-17 18:36:17, 1392 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: ე.წ. ბორდერიაციის პროცესი შეჩერებულია, მაგრამ ეს დამშვიდების გარანტიას არ გვაძლევს
„მავთულხლართების გაბმასთან დაკავშირებული ქმედებები დაგმობილია მთელი საერთაშორისო ცივილიზებული თანამეგობრობის მიერ“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოფელ გუგუტიანთკარში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, ამ ეტაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი შეჩერბულია, თუმცა ქართულ მხარეს ეს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. „მთელი საერთაშორისო ცივილიზებული თანამეგობრობა აცნობიერებს იმას, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. სწორედ, ამ მცდელობების შედეგად, ეს ორი დღეა, იცით, რომ ეს პროცესი შეჩერებულია, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ გვაძლევს დამშვიდების გარანტიას. პირიქით, 24-საათიან რეჟიმზე არის გადასული საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთლიანად ჩვენი დიპლომატიური მისიები საზღვარგარეთ. ყველა დიპლომატიური მისია არის ინსტრუქტირებული, ელჩები, რომ მუდმივ რეჟიმი ინფორმირებული იყვნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აქ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩემი სურვილი იყო, რომ მედიის გარეშე, მე არ მიყვარს მედიასთან ასეთ თემებზე, ასეთი საკითხების გამოყენება, რაღაც სხვადასხვა პიარული მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს, მე მინდოდა, რომ ძალიან გულწრფელად, ღიად ეთქვათ თავიანთი სათქმელი და მე ეს სათქმელი მათგან მივიღე და მოვისმინე. ისინი იყვნენ ძალიან გულწრფელები და მე მადლიერი ვარ მათი, რომ ძალიან გაგებით ეკიდებიან არსებულ სიტუაციას. მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია იმ ქმედებებთან დაკავშირებით და იმ საქმიანობასთან მიმართებაში, რა საქმიანობაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელა. მათ აქვთ ამის სრული გაგება და მათი თხოვნაც არის, რომ მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული სიტუაცია, იმისკენ რომ არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)