07:10 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-15 15:56:15, 1169 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - გუგუტიანთკარში საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად უნდა იდგეს

 „აქ დღეს უნდა იდგეს საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად და მთელ მსოფლიოს აგონებდეს, რომ 21-ე საუკუნეში რუსეთი ასე საშინლად იქცევა და გლეჯს მიწებს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ  გუგუტიანთკარში განაცხადა, სადაც რუსმა ოკუპანტებმა საზღვარი უკანონოდ კიდევ ერთხელ გადმოწიეს.

ხოშტარიას განმარტებით, აუცილებელია ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ჩავიდნენ და მოსახლეობას გვერდში დაუდგნენ.

„აქ დღეს უნდა იდგეს საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად და მთელ მსოფლიოს აგონებდეს, რომ 21-ე საუკუნეში რუსეთი ასე საშინლად იქცევა და გლეჯს მიწებს და დაუშვებელია, რომ ასეთი მკვლელი ქვეყნის დეპუტატი გვეჯდეს ხოლმე ჩვენ პარლამენტის სავარძელში. დღეს არის გამოვლინება დიდი პრობლემის, არა მხოლოდ რუსეთის, ის ყოველთვის ასეთი იყო, არამედ ჩვენი ხელისუფლების ზოგადად, ოკუპაციის, რუსეთის მიმართ, აქტიურობის ნაკლებობა, რაც აუცილებელია დასავლეთში, რაც აქ უნდა ხდებოდეს“,  - განაცხადა ხოშტარიამ.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics