|
2019-08-11 14:29:27, 1664 ნახვა
პოლიტიკა
ცოტნე ზურაბიანი: ანა ნაცვლიშვილის ლოგიკა ტექნიკურ საკითხს, გვარზე აპელირებას, ვერ გასცდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ცოტნე ზურაბიანი პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, გენერალური პროკურორის მიერ პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილში, რომლითაც მან დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობა მოითხოვა, საქმეში მითითებული პრეცედენტები არარელევანტურია. „პარლამენტის როლი, ამ შემთხვევაში, არ იყო საქმის დასახელებაში გვარის შემოწმება, არამედ მომართვის შინაარსობრივი მხარის გადამოწმება, ვინაიდან სტრასბურგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონტექსტზე მსჯელობს. ფაქტია, ანა ნაცვლიშვილის ლოგიკა ტექნიკურ საკითხს, გვარზე აპელირებას, ვერ გასცდა. წარმოუდგენელია ადეკვატურობა და თანმიმდევრულობა მოსთხოვო ადამიანს, რომელმაც გირგვლიანის მკვლელების უკანონო შეწყალებისთვის გასამართლებულ სააკაშვილს, პოლიტიკური ნიშნით დევნილი უწოდა, მაგრამ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე შევეცდები მოკლედ გიპასუხოთ მელიას საქმეზე, ქალბატონო ანა". პარლამენტის წევრის თქმით, მოცემულობაში, როდესაც დეპუტატი საპარლამენტო დემოკრატიაზე საუბრისა და საპარლამენტო ზედამხედველობის პროცესებში მონაწილეობის სურვილის პარალალელურად, პარლამენტში ძალადობრივ შეჭრას, გადატრიალებას ემხრობა და აქტიურად მონაწილეობს, არ იმსახურებს იმუნიტეტს და ვალდებულია, კანონის წინაშე იყოს პასუხისმგებელი, ისევე, როგორც ნებისმიერი რიგითი მოქალაქე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იმ არგუმენტებზე საუბრობს, რის საფუძველზეც საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო და განმარტავს, რომ ანა ნაცვლიშვილის მიერ დასახელებული მაგალითები არარელევანტურია. „რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას. გენერალური პროკურატურის შუმდგომლობაში აბსოლუტურად სწორად იყო მითითებული თარიღი, როდესაც სტრასბურგმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და სრულიად გასაგები იყო, რომელ საქმეზეც იყო საუბარი მომართვაში. მტკიცებულებითი სტანდარტები: "ბრალდებულის პიროვნება", "საქმიანობა და პროფესიული კავშირები", "მაღალჩინოსნის ავტორიტეტი და ამ ავტორიტეტიდან გამომდინარე მოწმეებზე ზემოქმედების რისკი" ცალსახად არის ის მტკიცებულებითი სტანდარტი, რომლის არსებობისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პატიმრობის გამოყენებას გამართლებულად მიიჩნევს. ჩვენი კანონმდებლობითაც ასეა. პარლამენტის როლი ამ შემთხვევაში არ იყო საქმის დასახელებაში გვარის შემოწმება, არამედ მომართვის შინაარსობრივი მხარის გადამოწმება, ვინაიდან სტრასბურგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონტექსტზე მსჯელობს. ფაქტია, ანა ნაცვლიშვილის ლოგიკა ტექნიკურ საკითხს, გვარზე აპელირებას, ვერ გასცდა. ეს საქმეები მომართვაში იმ კონტექსტში იყო ნახსენები, თუ ზოგადად რა მტკიცებულებით სტანდარტს იყენებს სტრასბურგი პატიმრობის შეფარდების გასამართლებლად და არა იმ კონტექსტში, რამდენად გავდა მელიას საქმის ფაქტობრივი გარემოებები ამ საქმეებს",-აცხადებს ცოტნე ზურაბიანი.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)