08:21 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-10 20:38:40, 2007 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - რაც არ უნდა მოითხოვონ, მე გირაოს გადამხდელი არ ვარ

რაც არ უნდა მოითხოვონ, მე გირაოს გადამხდელი არ ვარ, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამთბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

„რაც არ უნდა მოითხოვონ, მე გირაოს გადამხდელი არ ვარ, ძალიან მაინტერესებს მოსამართლე როგორ შემიფარდებს გირაოს, იმ ბრალდებულს, რომელიც ამბობს წინასწარ, რომ ის არ გადაიხდის გირაოს. მოსამართლესაც არ აქვს თეორიულად, ამის უფლება, მაგრამ ვნახოთ... ქვეყნიდან გასვლის მოთხოვნაზე შემოტანილი განცხადბა არის კიდევ ერთი დარტყმა ჩემი ახალი მედიის მომავალზე იმიტომ, რომ ქვეყნით გარეთ ცხოვრობენ ინვესტორები, ვინც ამ მედიაში უნდა იყვნენ პარტიონები, მაგალითად, ზაზა ოქუაშვილს ვერ შევხვდები ამ ქვეყანაში, იციან ჩემი ვოიაჟები იგივე უკრაინაში, იგივე ლონდონში და ზუსტად ამას ემსახურება ეს ყველაფერი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პროკურატურა „რუსთავი 2“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის 80 000- ლარიანი გირაოს შეფარდებას და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს. 

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პროკურატურა სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება (საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics