08:21 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-08 14:25:43, 1600 ნახვა

პოლიტიკა
აფხაზეთის ე.წ. საგარეო - მადლობას ვუხდით რუსეთს, ვისი წყალობითაც აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დღეს უსაფრთხოდაა

„2008 წლის  8 აგვისტოს კიდევ ერთხელ აჩვენა ქართული პოლიტიკის ნამდვილი სახე, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას ისახავს მიზნად“, - ამის შესახებ განცხადება აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ გაავრცელა.

ოკუპირებული აფხაზეთის  დე-ფაქტო სამინისტრო  ე.წ. „სამხრეთ ოსეთისა“ და „აფხაზეთის რესპუბლიკის“ უსაფრთხოებისთვის რუსეთის ფედერაციას მადლობას უხდის.

„2008 წლის  8 აგვისტოს კიდევ ერთხელ აჩვენა ქართული პოლიტიკის ნამდვილი სახე, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას ისახავს მიზნად.

აფხაზი ხალხი, რომელმაც 1992-1993 წლებში ომის ყველა სიმძიმე, ნათესავებისა და ახლობელბის დაკარგვის ჩათვლით, გამოსცადა, ღრმა მწუხარებას გამოხატავს სამხრეთ ოსეთის მოძმე ხალხთან ერთად აგრესიის ამ არაადამიანური აქტის მსხვერპლთა გამო.

მადლობას ვუხდით რუსეთის ფედერაციას, რომლის ძალისხმევის  შედეგად დღეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და აფხაზეთის რესპუბლიკა ცხოვრობენ უსაფრთხო გარემოში და დინამიურად ავითარებენ საკუთარ სახელმწიფოებს“, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის  დე-ფაქტო სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics