|
2019-08-08 12:33:42, 1248 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: რუსეთს სურს, მეზობლების ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილებები, რაც NATO -ს ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს
„იდეა იმის შესახებ, რომ რუსეთს ჰქონდეს უფლება გადაწყვიტოს რას გააკეთებენ მისი მეზობლები, საშიშია და არღვევს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რისიც NATO -ს სწამს“, - ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ რუსეთს ევროპაში ისეთი სისტემის აღდგენა სურს, სადაც მას ექნება უფლება გადაწყვიტოს, რას მოიმოქმედებენ მისი მეზობელი ქვეყნები. „ვფიქრობ, რუსეთისა და მისი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიზანია, ისეთი სისტემის აღდგენა, სადაც ძლიერი გავლენის მქონე რუსეთი მიიღებს გადაწყვეტილებებს, მინიმუმ, იმის თაობაზე, რას გააკეთებენ ან არ გააკეთებენ მისი მეზობლები. მსგავსი სისტემა ძალიან საშიშია, რადგან მცირე სახელმწიფოები ასეთ სისტემაში ნამდვილად არ არიან დამოუკიდებლები. ამ იდეამ ევროპა არაერთ ომამდე მიიყვანა. ასე რომ იდეა იმის შესახებ, რომ რუსეთს ჰქონდეს უფლება გადაწყვიტოს რას გააკეთებენ მისი მეზობლები, საშიშია და არღვევს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რისიც NATO -ს სწამს. ვფიქრობ, მას [რუსეთს] არ მოსწონს, რომ მეზობელი ქვეყნები იმას აკეთებენ, რაც სურთ, მით უმეტეს, რომ მათ NATO-ში გაერთიანება სურთ. სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომაა რუსეთი უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებზე პასუხისმგებელი. ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს მომავალი“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)