|
2019-08-07 14:04:21, 1400 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვასა და ლატვიის საგარეო მინისტრებმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთხელ დაგმეს
ლიეტუვასა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს და რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს. როგორც ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას და ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს. „საქართველოს წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი აგრესიის შემდეგ 11 წელი გავიდა. რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ანექსიას და მისი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს. სამწუხაროდ, გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ, მას ყირიმი და დონბასი მოჰყვა“, - წერს ლინკევიჩიუსი. რაც შეეხება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ რუსეთმა ქვეყნიდან ჯარები უნდა გაიყვანოს. „საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის 11 წლის თავზე მე ვიმეორებ, რომ ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია უნდა დაასრულოს და მისი ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს“, - წერს ედგარ რინკევიჩი ტვიტერზე. აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს გამოეხმაურა ლატვიას საგარეო საქმეთა სამინისტროც: „2008 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული რუსული აგრესიის შემდეგ ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)