|
2019-07-29 14:54:14, 3110 ნახვა
პოლიტიკა
გრიგორი კარასინს, სავარაუდოდ, საქართველოში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ივან ვოლინკინი შეცვლის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილი გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ kommersant.ru იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კარასინი ფედერაციის საბჭოში გააგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება საგარეო მინისტრის მოადგილის თანამდებობას მასზე 3 კანდიდატურა განიხილება, თუმცა ფავოროტად საქართველოში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ივან ვოლინკინი სახელდება. გარდა ამისა, kommersant-ის წყაროს ცნობით, კარასინი დიპლომატის თანამდებობას ასაკის გამო ტოვებს. ცნობისთვის, ივან ვოლინკინი 60 წლისაა. ის სამინისტროში 1981 წლიდან მუშაობს. მას სხვადასხვა თანამდებობები ეკავა, მათ შორის საქართველოში რუსეთის ელჩი იყო. 2007 წელს ვოლინკინი საქართველოს ხელისუფლებამ 2 რუს დიპლომატთან ერთად პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)