|
2019-07-26 10:41:59, 2243 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ვინც დაინტერესებული არ არის ანაკლიის პროექტით, მათ ინტერესშია, რომ ყველა თემის დაკავშირება მასთან მოხდეს
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ანაკლიის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და საქართველო ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე ვერ შეძლებს თავისი ტრანზიტული პოტენციალის სრულად რეალიზაციას. „სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორი. მე თვითონაც აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროექტში წლების განმავლობაში. ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს თავისი ტრანზიტული პოტენციალის სრულად რეალიზაციას, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. ანაკლიის პროექტის რეალიზაცია აუცილებლად უნდა მოხდეს და ეს აუცილებლად მოხდება. ყველას მინდა მოვუწოდო - მეგობრებო, ნუ ცდილობთ, ეს თემები დაუკავშიროთ ერთმანეთს. სწორედ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს, მათ ინტერესშია, რომ ამ ყველა თემის დაკავშირება მოხდეს ანაკლიის პროექტთან. ჩვენ ამ პროექტის მისამართით გვაქვს სრული მხარდაჭერა გამოცხადებული. ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, იქნებოდა ეს ფინანსური ვალდებულებების აღება, ინვესტიციების განხორციელება იმ ინფრასტრუქტურაში, რომელიც აუცილებელია, რომელიც აუცილებელია, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს, იქნება ეს მოლაპარაკებები სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან თუ ა.შ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)