10:57 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-22 14:59:46, 1910 ნახვა

პოლიტიკა
ოქრუაშვილი: R2-თან დაკავშირებით სარჩელის ქართულ სასამართლოში შეტანას, ბურთის ივანიშვილის მოედანზე გადაგდებას ვაპირებ

 „მე ვაპირებ ბურთის ივანიშვილის მოედანზე გადაგდებას“, - ასე უპასუახა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეიტანა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სარჩელი პარიზის ან ლონდონის სასამართლოებში.

როგორც ოქრუაშვილმა განმარტა, მისთვის ეს საქმე პოლიტიკური პროცესია და ლონდონის ან პარიზზის სასამართლოში დავა მხოლოდ იურიდიულ ჭრილში იქენებოდა აღქმული.

მისივე შეფასებით, ქართულ სასამართლოში შეტანილი სარჩელით გარკვევა, აქვს თუ არა ქვეყანას მომავალი.

„ჩემთვის ეს არ არის იურიდიული პროცესი, ჩემთვის ეს არის პოლიტიკური პროცესი. ძალიან მარტივი მიზეზის გამო არ შევიტანე - ლონდონში ან პარიზში რომ შემეტანა, ეს დავა და ეს სარჩელი და იქ მედავა, არ იქნებოდა ამ საქმისთვის მარტივი პოლიტიკური ჭრილის შეძენა. ჩემთვის ახლა ეს ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი, რადგან ამ ყველაფრის უკან დგას ივანიშვილი, ამ ქვეყნის მმართველი. მე ვაპირებ ბურთის ივანიშვილის მოედანზე გადაგდებას, ქართულ სასამართლოში სარჩელის შეტანის მეშვეობით, რომ გაირკვეს ამ ქვეყანას მომავალი აქვს თუ არ აქვს. ლონდონში დავას ამ საკითხზე დავასრულებდი რვა წლის მერე და შეიძლება არსებითი აღარ ყოფილიყო. ეს არის პოლიტიკური პროცესი, მაგრამ „რუსთავი 2“-ი პოლიტიკური იარაღი არ არის ჩემთვის, ივანიშვილისთვის კი არის“, - აღნიშნა ირაკლი ოქრაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics