|
2019-07-21 13:20:10, 2185 ნახვა
პოლიტიკა
სალია - ირაკლი ოქრუაშვილი ან ტყუის, ან თუ მას ეს ფული ჰქონდა, ეს უკვე დანაშაულია
ირაკლი ოქრუაშვილი ან ტყუის, ან თუ მას ეს ფული ჰქონდა, ეს უკვე დანაშაულია - ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ირაკლი ოქრუაშვილი მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, რომ "რუსთავი 2" რეალურად მისი საკუთრება იყო, ყალბს უწოდებს. - ამის შესახებ სალიამ "კურიერს" განუცხადა. "ეს დოკუმენტი პირველად გამოჩნდა 2015 წელს, მაშინაც განვაცხადეთ, რომ იყო ყალბი, თუმცა ირაკლი ოქრუაშვილი ცდილობდა დაემტკიცებინა და მოეყვანა არგუმენტად ის გარემოება, რომ მას ჰქონდა საფრანგეთში განხორციელებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებდა, რომ ხელმოწერა ამ დოკუმენტზე იყო განხორციელებული ქიბარ ხალვაშის მიერ. ეს რომ ასე ვერ იქნებოდა, ძალიან ბევრი დამადასტურებელი გარემოება არსებობს, პირველ რიგში მან დაახლოებით ერთი წლის წინ შეიტანა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოითხოვა ამ ე.წ. შეთანხმების პირველი ნაწილის გათვალისწინებულ ვალდებულების შესრულება, ასეთი ვალდებულება ბუნებაში არ არსებობს და ვერც იარსებებდა და ვერ ექნებოდა ქიბარ ხალვაშს ირაკლი ოქრუაშვილის ვალი 7 მილიონიო დოლარი, მარტივი მიზეზის გამო, გარკვეულწილად აღიარებებსაც აქვს ადგილი მისი მხრიდან, რომ ის იყენებდა გარკვეულ ბერკეტებს, რომ მოეზიდა სახსრები. "გავიხსენოთ რა ბერკეტები შეიძლება ჰქონოდა მას, როცა იყო პროკურორი, თავდაცვის მინისტრი და ა.შ , აქ საუბარია, რომ ის იზიდავდა სახსრებს საკუთარი ინტერესებისთვის, მე მგონი აქ უნდა იკეტებოდეს ეს თემა, მაგრამ კი ბატონო გეტყვით, რომ ეს ხელმოწერა არის ნამდვილი,"-ამბობს პაატა სალია.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)