|
2019-07-18 14:43:00, 2047 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი: ხელისუფლებამ ბოროტად არ უნდა გამოიყენოს სტრასბურგის გადაწყვეტილება, დაელოდონ გასაჩივრებას
ხელისუფლებამ ბოროტად არ უნდა გამოიყენოს ეს გადაწყვეტილება, დაელოდონ გასაჩივრების პროცესის დასრულებას“, - ასე გამოეხმაურა ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმედისგამაცრუებელია. ჩვენ ახლა ვართ ძალიან სენსიტიურ გარემოში, გველოდება არჩევნები და ყველანაირი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ რეალურად მხარე იყო ხელისუფლება და ეს აღიარეს კიდეც უმრავლესობის ლიდერებმა, როდესაც თქვეს, რომ სახელმწიფომ გაიმარჯვა, ახლა მათ ბოროტად არ გამოიყენონ ეს გადაწყვეტილება და შესაბამისად მისცენ შესაძლებლობა მხარეს, ამ შემთხვევაში „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელ მფლობელებს, რომ ბოლომდე მიიყვანონ სამართლებრივი პროცესი. ეს ყველაფერი ჩემი აზრით, გამოიღებს ორ შედეგს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამწვავდება და ეს უნდა ესმოდეს ყველას და პირველ რიგში უნდა ესმოდეს ხელისუფლებას. და მეორე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ სასამართლო დავა შეეხებოდა კონკრეტულად საკუთრების უფლებებს. პოლიტიკური კონტექსტის განხილვაში არ შესულა და ვერც შევიდოდა სტრასბურგის სასამართლო და შესაბამისად ხელისუფლებას უნდა ესმოდეს რომ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უკვე ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას რომ მათშორის საერთაშორისო კონტექსტშიც ძალიან ნათლად იყოს შეფასებული თუ როგორ იყენებს სტრასბურგის გადაწყვეტილებას ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. დაელოდონ გასაჩივრების პროცესის დასრულებას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)