11:14 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-18 13:44:51, 1711 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენლია - ვაპირებთ გასაჩივრებას

მე კონსპირაციების მომხრე ნამდვილად არა ვარ და ვერანაირ ეჭვს ვერ შევიტან მიუკერძოებულობაში. ამიტომ უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას“, - ამ სიტყვებით „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია

„მოგესალმებით, „რუსთავი 2“-ის ეთერში ვართ და არ ვაპირებთ არ ყოფნას. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია და აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, რა სასამრთლოც არ უნდა იყოს, კრიტიის უფლება მაქვს, გადაწყვეტილება არის წარმოუდგენელი. სამწუხაროდ, მოთხოვნების არ დაკმაყოფილებასთან ერთად ძალიან მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება, რომელსაც გამოვიყენებთ და მოგვიანებით გეტყვით ამაზე, დანარჩენ შემთხვევებში სამწუხაროდ, დაუშვებლად დაშვების გამო საჩივრების უფლებებიც კი ჩაკეტა. მე კონსპირაციების მომხრე ნამდვილად არა ვარ და ვერანაირ ეჭვს ვერ შევიტან მიუკერძოებულობაში. ამიტომ უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას. მე მაქვს კრიტიკის უფლება. არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას სრულად, თუმცა გასაჩივრების შესაძლებლობა გვაქვს ერთ შემთხვევაში და ეს ერთი შემთხვევა არის უმნიშვნელოვანესი, დასაშვებად ცნობა, მოსამართლე ურთმელიძის, თოდუასა და სააპელაციო სასამრთლოს ერთი მოსამართლის, ჩვენ ვაპირებთ ამის გასაჩივრებას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა, - ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics