12:00 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 16:48:53, 1538 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: გახარიას გადადგომა იქნება არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა

დღეს  პარტიის  ხელმძღვანელმაც  თქვა  და რამდენიმე დღის წინ თავად  გიორგი  გახარიამაც  აღნიშნა, რომ  მისი  გადაგომა  იქნება არა  პასუხისმგებლობის  აღება,  არამედ პასუხისმგებლობისგან  გაქცევა, - ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ცალკეულ შემთხვევებზე, რომლის შედეგადაც ადამიანებმა მძიმე დაზიანებები მიიღეს, გამოძიება მიმდინარეობს და ვნახეთ, რომ 2 პოლიციელი დაკავებულია.

„დღეს  პარტიის  ხელმძღვანელმაც  თქვა  და რამდენიმე დღის წინ თავად  გიორგი  გახარიამაც  აღნიშნა, რომ  მისი  გადაგომა  იქნება არა  პასუხისმგებლობის  აღება,  არამედ პასუხისმგებლობისგან  გაქცევა. ამას  შეიძლება მოჰყვეს  გარკვეული დემორალაზება,   „ნაციონალური  მოძრაობის“  მოთხოვნის  დაკმაყოფილება მაშინ, როდესაც  აბსოლუტურად  ლეგიტიმური  იყო  დაშლა. მე  არ  ვსაუბრობ ცალკეულ  შემთხვევებზე,  როდესაც მძიმე  დაზიანებები  მიიღეს  ადამიანებმა  და  ესენი  უნდა  გავმიჯნოთ  ერთმანეთისგან. ამას  გამოძიება  სჭირდება  და  ჩვენ კონკრეტული  შემთხევებიც  ვნახეთ  როდესაც  2  პოლიციელი  დააკავეს  ,  გამოძიება  გრძელდება.   არავის, თანამედროვე მსოფლიოში, განვითარებულ ქვეყნებში, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია და კითხვაც არ დასმულა ამასთან დაკავშირებით. ამ დროს, საქართველოში ისმება ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, რამდენად რელევანტურია ეს ორი რამ ერთმანეთთან- ეს საზოგადოებამ უნდა შეაფასოს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics